ახალი ამბები

17.07.2015

საპროტესტო აქცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სახლთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.  პაატა ზაქარეიშვილის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციების  „სამართლის თაობა“და  „აპრიორი“ წევრები შეიკრიბნენ და მინისტრის მიერ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ზაქარეიშვილს მოღალატე და რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელი უწოდეს.  აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა, რის გამოც სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

 

 

 

სხვა სტატიები