ახალი ამბები

16.07.2015

არღვევდნენ თუ არა ნავთობკომპანიები კონკურენციის შესახებ კანონს და საწვავის ფასის დადგენისას მოქმედებდნენ თუ არა შეთანხმებულად

რა გეგმები აქვთ ნავთობკომოპანიებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებულმა კონკურენციის სააგენტომ საწავავის ბაზრის შესწავლის შემდეგ კანონდამრღვევებად ცნო და ჯამში მათ 55-მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. თუმცა, ჯარიმის გადახდამდე ჯერ ადრეა. კომპანიები სააგენტოს საკმაოდ სქელტანიანი დასკვნის გასაჯაროებას ელოდებიან - მათ აინტერესებთ, რა წერია ამ დასკვნაში და რის საფუძველზე დაადგინა კონკურენციის სააგენტომ, რომ 30-მდე კომპანია კონკურენციის კანონს არღვევდა. ერთადერთი ვინც დღეს განცხადება გაავრცელა, კომპანია „ვისოლია“, რომელიც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს გზით აპირებს. არღვევდნენ თუ არა ნავთობკომპანიები კონკურენციის შესახებ კანონს და საწვავის ფასის დადგენისას მოქმედებდნენ თუ არა შეთანხმებულად - ამ საკითხზე სფეროს სპეციალისტების მოსაზრებები განსხვავებულია. დღეს ამ საკითხზე პოზიცია მთავრობის წევრებმაც დააფქისირეს.

 

 

 

სხვა სტატიები