ახალი ამბები

16.07.2015

ნავთობკომპანიების ნაწილი, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, სასამართლოში ჩივილს აპირებს

ნავთობკომპანიების ნაწილი, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, სასამართლოში ჩივილს აპირებს. კომპანია „ვისოლი“ გავრცელებულ განცხადებაში სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ  სააგენტომ 8 ივლისის სხდომაზე არც ერთი მათი პოზიცია არ გაითვალისწინა. ისინი თვლიან, რომ კომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის არც ერთი მუხლი არ დაუღრვევია. რაც შეეხება სხვა დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს,  უმეტესობა კომენტარისგან  ამ ეტაპზე თავს იკავებს და პოზიციის დაფიქსირებას მას შემდეგ გეგმავს, რაც სააგენტოს დასკვნას გაეცნობიან. ნავთობკომპანიებს შორის რაიმე სახის კარტერულ გარიგებებს უარყოფს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეც, რომელიც თვლის, რომ სააგენტოს მიერ ათეულობით მილიონი ლარით საქნციების დაწესება ამ კომპანიების საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.

 

 

 

სხვა სტატიები