ახალი ამბები

15.07.2015

გლდანში მომხდარი აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ არ გარკვეულა - არც ის არის ცნობილი, ვარგისია თუ არა საცხოვრებლად კორპუსი

გლდანში მომხდარი აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ არ გარკვეულა.  უცნობია ისიც, ვარგისია თუ არა საცხოვრებლად კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა. 37 ოჯახი სასტუმროებშია გაყვანილი. რამდენად უსაფრთხოა შენობა საცხოვრებლად, ეს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი. „ყაზტრანსგაზი“ კი არ ადასტურებს იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ კორპუსში გაზის სუნის გამო სპეციალისტები გამოიძახეს, თუმცა ადგილზე არავინ მისულა. 5 გარდაცვლილი და 2 მძიმედ დაშავებული - მომხდარის მიზეზს გამოძიება ამ დრომდე ადგენს.

 

 

 

სხვა სტატიები