ახალი ამბები

15.07.2015

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. უკვე ცნობილია, რომ ჯარიმები დაეკისრა  „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმს“,“ სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, „რომპეტროლ საქართველოს“, „ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას“, „ლუკოილ-ჯორჯიასა“  და კიდევ 30-მდე კომპანიას. მათ, სააგენტოს ცნობით,  კონკურენციის შესახებ“ კანონის მე- 7 მუხლი დაარღვიეს, რომელიც კრძალავს  ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთ ქმედებას, რომლის მიზანი ან შედეგი ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან აკრძალვაა. ანგარიში, სააგენტოს მოკვლევის შედეგებზე, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით,  10 დღეში გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა  პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყო, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში საწვავის ფასი ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებს არ შეესაბამებოდა.

 

 

 

 

სხვა სტატიები