ახალი ამბები

15.07.2015

რას ითხოვს დაზარალებული ბიზნესმენი რაჯი ფილიპია და ვის მფლობელობაშია მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება

დაზარალებული ბიზნესმენი რაჯი ფილიპია უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი ოჯახისთვის წლების წინ ჩამორთმეული ქონება ამჟამად სახელმწიფოს მფლობელობაშია. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ქუთაისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემულ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე. 
როგორც დაზარალებული ბიზნესმენი განმარტავს, 2011 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით ებრაულ კომპანია „შიტრიტ ჯგუფს“ ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებული 13 ობიექტი ერთდროულად გადაეცა. რაჯი ფილიპიას ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის განცხადებით,  დიდი ხნის მუქარის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ, 2009 წელს ზურაბ ფილიპია დააკავ და  ერთადერთი პირობა, რომელიც ბიზნესმენს და   მის ოჯახს წაუყენეს,  კერძო საკუთრების სასწრაფო წესით დათმობა იყო.
ჯამში, ზურაბ ფილიპიამ და მისმა ოჯახმა, მისი საპყრობილეში ყოფნის პერიოდში სახელმწიფოს საჩუქრად 3 უძრავი ქონება გადასცა. ბოლო ქონება მან 2010 წლის 19 თებერვალს გადასცა სახელმწიფოს და  ქონების გადაცემიდან 9 დღეში, 2010 წლის 28 თებერვალს, პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც დაზარალებული ბიზნესმენის ადვოკატი განმარტავს,  ინვესტორს დღესაც არ შეუსრულებია ხელშეკრულების მიხედვით მასზე დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება.

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები