ახალი ამბები

14.07.2015

ნავთობკომპანიები კონკურენციის სააგენტოს კვლევის შედეგების მოლოდინში - ემუქრებათ თუ არა მათ ათეულობით მილიონი ლარით დაჯარიმება

ნავთობკომპანიები კონკურენციის სააგენტოს კვლევის შედეგების მოლოდინში. ემუქრებათ თუ არა მათ ათეულობით მილიონი ლარით დაჯარიმება. რა წერია სააგენტოს დასკვნაში, რომლის შესახებაც წინასწარი ინფორმაცია ვრცელდება. „კომერსანტის“ ცნობით, დასკვნაში წერია, რომ ნავთობკომპანიები საქართველოში საწვავის ფასს ხელოვნურად ზრდიდნენ. იმავე წყაროს ცნობით, სააგენტოს დასკვნაში კარტელურ გარიგებებზეც არის საუბარი. კომპანიების უმეტესობა ჯერ კომენტარისგან თავს იკავებს, ისინი კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგების გასაჯაროებას ელიან, რაც რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.

 

 

 

 

სხვა სტატიები