ახალი ამბები

14.07.2015

თავდაცვის მინისტრმა მთავრსარდალს საჰაერო უსაფრთხოების თაობაზე და ქართულ-ფრანგული ხელშეკრულების დეტალებზე მიაწოდა ინფორმაცია

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მთავრსარდალს საჰაერო უსაფრთხოების თაობაზე და ქართულ-ფრანგული ხელშეკრულების დეტალებზე მიაწოდეს ინფორმაცია. პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ყველა იმ დეტალის შესახებ მოახსენეს, რომლებსაც ხელშეკრულება ითვალისწინებს. საუბარია ხელშეკრულებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან გააფორმა და რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები გადმოეცემა. დოკუმენტი გრიფით საიდუმლოა.

 

 

 

სხვა სტატიები