ახალი ამბები

13.07.2015

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გარშემო სკანდალი არ წყდება

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გარშემო სკანდალი არ წყდება. მაშინ, როცა ბარსელონა-სევილიის მატჩზე დასასწრებად გულშემატკივრებმა რიგში ღამეები ათენეს, დღეს გაირკვა რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებამ ფეხბურთის ფედერაციას მატჩზე დასასწრები ბილეთები მოსთხოვა. სულ 2 500 ბილეთი, საიდანაც, მაგალითად, 300 ბილეთის თხოვნით, ფეხბურთის ფედერაციას საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა. ინფრომაცია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა. ის ხელისუფლებას საზოგადეოებისთვის ბოდიშის მოხდისკენაც მოუწოდებს. თუმცა, ხელისუფლების წევრები,  იმაში, რომ სახელმწიფო უწყებებმა ბილეთები მოითხოვეს, საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.   რა პასუხი აქვთ მათ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, ვისთვის სჭირდება საკრებულოს 300 ბილეთი და  რას ამბობს ფეხბურთის ფედერაცია.

 

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები