ახალი ამბები

08.07.2015

დღეს ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ეიგილ სპირით 2015“ ოფიციალურად დაიწყო

დღეს ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ეიგილ სპირით 2015“ ოფიციალურად დაიწყო. სწავლების გახსნის ცერემონიალი ვაზიანში,  IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.  ნატო-ს სამხედრო სწავლება, რომელშიც  პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დაწყება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.

 

 

 

სხვა სტატიები