ახალი ამბები

03.07.2015

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა. 10 სამხედრო მოსამსახურეს კურსის წარმატებით დასრულება მინისტრის მოადგილემ  და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს. კურსი 21 კვირის განმავლობაში, სამ მოდულად მიმდინარეობდა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცხრა და სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ოცეულის დონეზე საინჟინრო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების ღონისძიებები შეისწავლეს.  სწავლების მონაწილეებმა საველე და საშტაბო, ასევე, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.

 

 

 

სხვა სტატიები