ახალი ამბები

01.07.2015

ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძე ბაგრამის რაიონის გუბერნატორ ქადუსს შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის რაიონულ ცენტრ გოლამ ალი-ში გუბერნატორის რეზიდენციაში გაიმართა. 43-ე ბატალიონის უფროსმა და ბაგრამის გუბერნატორმა ოპერაციის რაიონში არსებული პრობლემატური საკითხები განიხილეს. ბაგრამის რაიონის ხელმძღვანელობამ, მოსახლოებასთან და ადგილობრივ უსაფრთხოების ძალებთან ქართული დანაყოფების ურთიერთობებიც შეაფასა.

 

 

 

 

სხვა სტატიები