ახალი ამბები

30.06.2015

ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ

ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ. ვიცე-პრეზიდენტი ეჭვს გამოთქვავს, რომ გაყიდვების პროცესის შეფერხება  ხელოვნურად, გარეშე პირების ჩარევის მეშვეობით მოხდა.  ბილეთების გაყიდვა დღეს დილის 9 საათიდან ახალი სქემით დაიწყო და  

მისი შეძენის მსურველებს რიგში ჩადგომა უწევთ. ახალმა სქემამ უკვე გამოიწვია მყიდველთა უკმაყოფილება. გულშემატკივართა ნაწილმა, ვისაც ბილეთების ყიდვის რიგმა მოუწია, ბილეთის შეძენა ვერ შეძლო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საიტმა მათ ავტორიზაციის გავლის უფლება არ მისცა, მინიჭებული რიგის ნომერი გაუუქმა და რიგის ბოლოში გადაანაცვლა. განაწყენებული გულშემატკივრები დილიდან საკუთარ უკმაყოფილებას ბილეთები.ჯი-ს ფეისბუქგვერდზე აფიქსირებენ. კომპანიის ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ დღის პირველ ნახევარში ტექნიკური შეფერხება დაცვის გაძლიერებულმა მექანიზზმა გამოიწვია, რაც დღის მეორე ნახევარში მოიხსნა და დაახლოებით 2 საათიდან გაყიდვა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

სხვა სტატიები