ახალი ამბები

29.06.2015

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა „ბილეთები ჯი“-ზე ხვალ 9 საათზე დაიწყება

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა „ბილეთები ჯი“-ზე  ხვალ 9 საათზე დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და „ბილეთები ჯი“-ს ტექნკური დირექტორის განცხადებით, ხვალიდან 24000 ბილეთის შეძენა მხოლოდ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს შეეძლებათ. ხოლო 1 ივლისს ევროპული დროით 9 საათიდან კი უკვე გაყიდვა დაიწყება ევროპის მასშტაბით. როგორც „ბილეთები ჯი“-ის წარმომადგენელი ამბობს,  საიტი ბილეთებს ახალი სქემით გაყიდის და მომხმარებელს რიგში ჩადგომა მოუწევს. ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური ვიდეო ინსტრუქციაც მომზადა, რომელზეც დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ შეეძლებათ მსურველებს ბილეთების შეძენა. ვიდეორგოლი ფედერაციის ვებგვერდზე განთავსდება. ზვიად სიჭინავა იმედს გამოთქვავს, რომ ხვალიდან საიტი ბილეთების გაყიდვას შეუფერხებლად შეძლებს. კომპანიის წარმომადგენელი კი 100%-იან გარანტიას ვერ იძლევა, თუმცა აცხადებს, რომ უეფა-ს სპეციალისტების დახმარებით, სერვერი გაძლიერდა და „ბილეთები ჯი“ მზად არის, რომ ახალი სქემის მიხედვით, ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრების მსურველებს მოემსახუროს.

 

 

 

სხვა სტატიები