ახალი ამბები

29.06.2015

საქართველოში ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რაიმონდს გრაუბე იმყოფება. დღეს, ლატვიელ კოლეგას  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, გენერალურ შტაბში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ლატვიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

სხვა სტატიები