ახალი ამბები

26.06.2015

შეიარაღებულმა ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე აღნიშნეს

შეიარაღებულმა ძალებმა სერჟანტთა პროფესიული დღე აღნიშნეს. სერჟანტთა დღესთან დაკავშირებით, ვაზიანის პოლიგონზე სპეციალური ტურნირი გაიმართა. შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 50 სერჟანტი  ერთმანეთს ზოგად სამხედრო ტესტში  შეეჯიბრნენ. შეჯიბრში გამარჯვებულმა პირველი ქვეითი ბრიგადის სერჟანტებმა გარდამავალი თასი მიიღეს.  მეორე ადგილი დავით აღმაშენებლის სახელობის  ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა გახდა.

 

 

   

სხვა სტატიები