ახალი ამბები

26.06.2015

საქართველოს აგვისტოში ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს აგვისტოში ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტის შესახებ თინა ხიდაშელისა და ალექსანდრ ვერშბოუს შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. ბრიუსელში თავდაცვის მინისტრი და ალიანსის გენმდივნის მოადგილე ერთმანეთს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ. შეხვედრაზე ვერშბოუმ აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი განიხილეს. 

 

 

სხვა სტატიები