ახალი ამბები

17.06.2015

ვეფხვი, რომელმაც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაგლიჯა, სპეცრაზმელებმა ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკაში მოკლეს

თეთრი ვეფხვი ლიკვიდირებულია. ცხოველი, რომელმაც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ერთი ადამიანი დაგლიჯა, სპეცრაზმელებმა  ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკაში  მოკლეს. ინფორმაცია უკვე დაადასტურა შინაგან სამეთა მინისტრმა.  ლიკვიდირებული ვეფხვი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა საწყობის ტერიტორიიდან  უკვე გაიყვანეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვეფხვის ტერიტორიიდან გაყვანის სამოყვარულო კადრებიც. გარეული ცხოველი ლაგუნა ვერესთან მდებარე საწარმოში  სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში   იმალებოდა. დღეს ცხოველი  2 თანამშრომელს დაეხა თავს, რის შედეგადაც  ერთ-ერთი მათგანი მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა, მეორე დაშავებულის შესახებ ინფორმაცია კი ამ დრომდე არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე  მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ზოოპარკის დირექტორი.

 

 

 

სხვა სტატიები