ახალი ამბები

08.06.2015

„მედიაჯომარდი – 2015“-ის დებიუტანტმა „კავკასიამ“ მეოთხე ადგილი აიღო

7 ივნისს  მედიაჯომარდი უკვე მეხუთედ ჩატარდა.  საქართველოს ჯომარდობის ეროვნულმა ფედერაციამ ღონისძიება ბორჯომის რაიონში, სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვარზე ჩაატარა.  შეჯიბრში  მონაწილეობა 21 გუნდმა მიიღო.

საშეჯიბრო მონაკვეთის სიგრძე 800 მეტრს შეადგენდა, მდინარის სირთულის კატეგორია კი– III იყო. რაც შეეხება სატურნირო დისციპლინებს – შეჯიბრი სპრინტისა და პირისპირ დაშვებისგან შედგებოდა. მონაწილე გუნდების შემადგენლობა 6 ადამიანით განისაზღვრებოდა – 2 ქალით და 4 ვაჟით.

 „მედიაჯომარდი – 2015-ის“ გამარჯვებული  რადიო იმედი გახდა.  მარათონში დებიუტანტმა  ტელეკომპანია „კავკასიამ“ სპრინტში მეორე ადგილი, პირისპირ დაშვებაში კი, მეხუთე ადგილი მოიპოვა. საბოლოო ჯამში კი „კავკასია“ მეოთხე ადგილზე გავიდა.  

სხვა სტატიები