ახალი ამბები

08.06.2015

პრემიერ-მინისტრი ქართველ მორაგბეებთან

პრემიერ-მინისტრი ქართველ მორაგბეებს შეხვდა.  მთავრობის მეთაური დღეს სარაგბო ბაზა „შევარდენზე“ იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ერთად, სავარჯიშო დარბაზი და სათამაშო მოედნები დაათვალიერა. პრემიერი ბაზაზე 18 და 20 წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს ესაუბრა და მათ  მიღწეული წარმატებები მიულოცა. ახალგაზრდული ნაკრებების წევრებმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

 

სხვა სტატიები