ახალი ამბები

05.06.2015

ე.წ.კაბელების საქმეზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულება საქმეში დაუშველბლად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას ეხებოდა, საქმეში დაუშვებლად ცნო. დაცვის მხარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ გამარჯვების მომასწავებელია. მოსამართლემ დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილიც ცნო დაუშვებლად, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს. თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

 

 

 

სხვა სტატიები