ახალი ამბები

02.06.2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაზე მთავრობის კანონპროექტი პარლამენტში მოიწონეს - რა არის ცვლილებების მთავარი მოტივაცია

ჯანდაცვის, საფინანსო და განათლების კომიტეტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაზე მთავრობის კანონპროექტი მოიწონეს. სწორედ ამ კომიტეტებში დაიწყო დღეიდან, იმ პროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მთელი რიგი დეპარტამენტები გამოიყოფა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანდება, რომელიც ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. სხდომაზე მყოფი არასამთავრობოების ნაწილი კი წარმოდგენილ პროექტს მხოლოდ ტექნიკური სახის ცვლილებებს უწოდებს და ამბობს, რომ ეს რფეორმა უწყების დეპოლიტიზებას ვერ უზრუნველყოფს, რაც სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით,  სწორედ ამ ცვლილებების მთავარი მოტივია.

 

 

 

სხვა სტატიები