ახალი ამბები

01.06.2015

ნინო გვენეტაძე - დამოუკიდებელი ინსპექტორი სასამართლოს დამოუკიდებლობისა პრინციპების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედება, რომელზეც უზენაესი სასამართლო და მოსამართლეთა კორპუსი სამუშაო შეხვედრებს მართავს, არ ითვალისწინებს მოსამართლეთა მიერ წარსულში ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების შემოწმებას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გვენეტაძის განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე. პირველი მოსამართლის თქმით, დამოუკიდებელი ინსპექტორი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

 

 

სხვა სტატიები