ახალი ამბები

29.05.2015

გიორგი გუდაძის ადვოკატებმა სასამართლოს საქმის ახალი გარემოებები წარუდგინეს

გიორგი გუდაძის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, საუბარია იმაზე, რომ გუდაძის ადვოკატებმა გუშინ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და საქმეში ახალი გარემოებები წარუდგინეს. გიორგი გუდაძეს ბრალი ნარკოტიკის შეძნა-შენახვაში ედება. როგორც ადვოკატები აცახდებენ, მათ მიერ წარდგენლი ახალი გარემოებებით ირკვევა, რომ გუდაძე უდანაშაულოა. მოსამართლემ შუამდგომლობების დასაშვებობაზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუ ადვოკატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. გუდაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და გათავისუფლების მოთხოვნით,  უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.

 

 

 

სხვა სტატიები