ახალი ამბები

29.05.2015

შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა სპეცსამსახურების ორგანიზებული იყოს

შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმა სპეცსამსახურების ორგანიზებული იყოს. გომელაურის განმარტებით, აღნიშნულზე გამოძიება მიმდინარეობს და შეფასებების გაკეთება ნაადრევია. დასკვნების გაკეთებისაგან თავს იკავებს  ვიცე-პრემიერიც. კახი  კალაძე ამბობს, რომ  საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.   შეგახსნებთ, რომ უცნობმა პირებმა ზელიმხან ხანგოშვილს გუშინ,  მირზა გელოვანის ქუჩაზე ესროლეს, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ზელიმხან ხანგოშვილი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს და მოწმის სახით რამდენჯერმე დაიკითხა. ის ასევე მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში.

 

 

სხვა სტატიები