ახალი ამბები

28.05.2015

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი არაკონსტიტუციურად სცნო. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქეების - უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც 73 ერთმანდატიანი მაჟორტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს ადგენდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს მიმართული. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ამომრჩეველთათვის არათანაბარი შესაძლებლობების მინიჭება, ეწინააღმდეგებოდა როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, ისე საარჩევნო უფლებას.

 

 

სხვა სტატიები