ახალი ამბები

26.05.2015

ვახტანგ გომელაური - ზალდასტანიშვილების საფლავების დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყება

ზალდასტანიშვილების საფლავების დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრა განაცხადა. ბაბუშერას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაღუპული მებრძოლების, ზალდასტანიშვილების საფლავი ძმათა სასაფლაოზე დაარბიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზალდასტანიშვილების დედა ავრცელებს. ბელა ზალდასტანიშვილის ინფორმაციით, ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრების საფლავი დარბეული დახვდა. ბელა ზალდასტანიშვილის ორი შვილი და ორი ძმა ბაბუშერას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. იდენტიფიცირების შემდეგ ისინი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს.

 

 

 

 

სხვა სტატიები