ახალი ამბები

26.05.2015

ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს

ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის სიმბოლო გახდება, დღეს საზეიმოდ  საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს. ცერემონია პანათენა იკოსის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ცეცხლი სპეციალური საზეიმო ცერემონიალის შედეგად აინთო.  ის ქართველ სპორტსმენს, ლაშა შავდათუაშვილს, პირველ მეჩირაღდნეს გადასცეს, რომელმაც ცეცხლი სქართველოში ჩასვლამდე პირველმა მოატარა პანათენა იკოსის სტადიონზე. მოგვიანებით მან ცეცხლი გადასცა მეორე ქართველ მეჩირაღდნეს, მარიამ ბოლქვაძეს. პანათენა იკოსის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის პირველი ესტაფეტის დასრულების შემდეგ ქართული დელეგაცია სპეციალური ჩარტერული რეისით ცეცხლს   ბათუმში დღესვე საღამოს 8 საათზე ჩამოიტანს. ცეცხლის დახვედრის ცერემონია კი პიაცას მოედანზე საზეიმო კონცერტით გაგრძელდება. 28 მაისიდან კი ოლიმპიური ცეცხლი აჭარის მაღალმთიანი რაიონებისკენ გავა და 14 ივლისამდე საქართველოს რეგიონებს მოივლის. 14 ივლისს ცეცხლი თბილისში შემოვა. 26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდლი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე ენთება. მე-13ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში,  26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება.

 

 

 

სხვა სტატიები