ახალი ამბები

25.05.2015

მოახდენს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გავლენას სპეციალური ინსპექტორის მხრიდან მოსამართლის გაკონტროლება

კანონპროექტს, რომელიც სპეციალური ინსპექტორის მხრიდან მოსამართლის გაკონტროლებას ითვალისწინბეს,  დღეს იურისტები კიდევ ერთხელ აფასებენ. ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განმარტებით, ბოლო წლებში იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა გადაცდომების შესახებ 250 საჩივარი შევიდა, თუმცა საბჭომ არც ერთი მათგანი არ განიხილა, შესაბამისად,  მისი თქმით, ის ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ემხრობა. საპირისპირო მოსაზრება აქვს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. მისი განმარტებით,  ასეთი ინსტიტუტის არსებობა სასამარლოს დამოუკიდებლობაზე გავლენას მოახდენს. კანონპროექტთან დაკავშირებით, ინფრომაციას არ ფლობენ მმართველი გუნდის ცალკეული დეპუტატები, უმცირესობის წევრები კი აცახადებენ, რომ  კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მოსამრთლეებზე ნეგატიურად აისახება.

 

 

 

 

სხვა სტატიები