ახალი ამბები

18.05.2015

მცირეწლოვნებზე ძალადობის განხორციელებაში ბრალდებული დააკავეს

სამართალდამცველებმა, გურჯაანში, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ოჯახში ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა  თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 3 წლის და 1 წლის გერებს, ხოლო საკუთარ შვილს, რომელიც 4 წლის არის, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში გადმოიყვანა.

 

 

 

 

 

სხვა სტატიები