ახალი ამბები

18.05.2015

ხმაური სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე

ხმაურით დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების პროცესი. ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე  შელაპარაკება ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის მოხდა. მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულები მკვლელებად მოიხსენია, რასაც დაკავებულების ოჯახის წევრების მხრიდან რეაქცია მოჰყვა. მოგვიანებით კი უკვე სასამართლოს დარბაზში ერთმანეთს პროცესზე დამსწრე ბუტა რობაქის მამა სოსო რობაქიძე და საქმეზე დაკავებული, თბილისის სპეცრაზმის ყოფილი უფროსი კახა ნაკანი დაუპიპრისპირდნენ, რასაც დარბაზში მყოფი ორივე მხარის წარმომადგენლების შეძახილები მოჰყვა. ინცინდენტის შემდეგ რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინეს, ნაკანმა კი მისი შეგინებისთვის ბოდიში მოიხადა. მალევე დარბაზი დაატოვებინეს ბრალდებულების მხარდამჭრებსაც, რომლებიც დაკავებულთა განცხადებებს ტაშით შეხვდნენ. კერძოდ, ირაკლი ფირცხალავამ პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ კორტების საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმიდან 6 სპეცრაზმელის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მედიას საქმის ირგვლივ არსებული გარემოებებით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე  წინასასამართლო სხდომა 22 მაისს, გაგრძელდება.

 

 

 

 

სხვა სტატიები