ახალი ამბები

15.05.2015

როგორ გაიყოფა შსს

მთავარი პროკურატურის გარდა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხიც განიხილეს. მთავრობის მიერ მოწონებული ვერსიით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების და სპეცსამსახურები გამოეყოფა. ჩამოყალიბდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც სპეცსამსახურები გაერთიანდება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციური დანაყოფები დარჩება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 6 წლით აირჩევა და ვახტანგ გომელაურის განცხადებით ის  ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება. 

 

 

სხვა სტატიები