ახალი ამბები

15.05.2015

მთავრობამ მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მთავარი პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. წარმოდგენილი ვარიანტით, მთავარი პროკურორის კანდიდატებს იუსტიციის მინისტრი შეარჩევს, შემდეგ კი მისივე თავმჯდომარეობით დაკომპლექტებულ საპროკურორო საბჭოს წარუდგენს, რომელიც კანდიდატს დასამტკიცებლად მთავრობას გადაუგზავნის. საპროკურორო საბჭოს ასევე მთავარი პროკურორის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უფლება ექნება. საბჭოში 4 პროკურორი იქნება, ორი დეპუტატი ორ პირს კი არასამთავრობო სექტორიდან პარლამენტი დაამტკიცებს. მთავარი პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირს ამ თანამდებობის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეეძლება. 

 

 

სხვა სტატიები