ახალი ამბები

14.05.2015

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის „სოფოსბუვირის“ უსასყიდლოდ გაცემა დაიწყო

პაციენტები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად აუცილებელ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ დღეს მედიკამენტი სოფოსბუვირი უსასყიდლოდ გადაეცათ. პირველ ეტაპზე ჩასართავი 5000 პაციენტიდან მედიკამენტს 34 მათგანი მიიღებს. ეს ის ბენეფიციარები არიან,  რომლებმაც ყველა საჭირო კვლევა ჩაიტარეს და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია. კომისიის შემდეგი სხდომა ამ კვირაში გაიმართება. რის შემდეგაც სხვა პაციენტებიც მიიღებენ მედიკამენტს.
მედიკამენტების გაცემა ერთდროულად ოთხ კლინიკაში მიმდინარეობს: ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ( ალ. ყაზბეგის 16);   „ჰეპა“ (ლუბლიანას 18/20);  „ნეოლაბი“ (ნუცუბიძის ქ. 8);
„მრჩეველი“ (ალ.ყაზბეგის გამზ. #9).
პაციენტებს ერთ ჯერზე 1 თვის სამყოფი მედიკამენტი გადაეცემათ. მოქმედებს მონიტორინგის სისტემაც, რომლის მეშვეობითაც რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

 

 

სხვა სტატიები