ახალი ამბები

12.05.2015

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ სტრასბურგის სასამართლოში გაიმარჯვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ სტრასბურგის სასამართლოში გაიმარჯვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „იდენტობის“ თანამშრომლებსა და მთლიოანობაში 14 პირის მიმართ 2012 წლის 17 მაისის აქციის დროს დაირღვა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს ორგანიზაციის მიმართ 1500 ევროს გადახდა დეკისრა. როგორც ადამიანის უფლბათა ევროპული სასამართლოს დასკვნაში წერია, საზოგადოების ნაწილის მიერ სექსუალური უმცირესობების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალსიწინებით, სამართალდამცველებს განსაკუთრებით ევალებოდათ პოზიტიური ვალდებულების შესრულება დემონსტრნტთა დასაცავად, მათ კი ეს არ გააკეთეს. 

სხვა სტატიები