ახალი ამბები

08.05.2015

სოსო რობაქიძე - დონაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ხელებაწეულ კაცს იარაღი არ აქვს

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე სიცრუეს უწოდებს  გურამ დონაძის გუშინდელ განცახდებას, რომლის თანახმადაც, რობაქიძის საქმის გამოძიების მასალებში არ არის მითითებული, თითქოს ბუტა რობაქიძეს იარაღი ჰქონდა. სოსო რობაქიძემ დღეს ჟურნალისტებს შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული პატრულის  მიერ მიცემული ჩვენების ასლიც წარუდგინა, სადაც  გიორგი ბაშალეიშვილი ამტკიცებს, რომ ბუტა რობაქიძეს იარაღი ჰქონდა. ეს ჩვენება კი მისი თქმით, ბაშალეიშვილმა სწორედ დონაძის კარნახით დაწერა, თუმცა მოკლულის მამა ამბობს, რომ 11 წლის შემდეგ დონაძე სიმართლეს იარაღთან დაკავშირებით პირველად ამბობს.

 

 

 

სხვა სტატიები