ახალი ამბები

07.05.2015

16 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოხტა

უბედური შემთხვევა ცაბაძის ქუჩაზე. 16 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოხტა. ცაბაძის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებნი ამბობენ, რომ გარდაცვლილი ამ კორპუსში არ ცხოვრობდა და ის აქ  ინგლისურში მოსამზადებლად დადიოდა. თუმცა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა მასწავლებეთან გაკვეთილის დაწყებამდე მოხდა, რადგან მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი დილით ავტომანქანით მიიყვანეს და შემთხვევა მალევე მოხდა. ადგილობრივების ნაწილი თვითმკვლელობას, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირებს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა საქმე.

 

 

 

სხვა სტატიები