ახალი ამბები

07.05.2015

ირაკლი კორძაია თბილისის პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია "კავკასიის"  ჟურნალისტი ირაკლი კორძაია თბილისის პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს. კორძაია ამბობს, რომ გუშინ მას გამომძიებელმა გაბაძემ დაურეკა და პროკურატურაში მისვლა სთხოვა. თუმცა, როგორც უკვე პროკურატურაში გაარკვია, ის დაიბარეს არა მიმდინარე 2009 წლის 15 ივნისის დარბევის საქმეზე, არამედ „ქართული ოცნების“ ყოფილი აღამსრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის საჩივრის საფუძველზე. ჟურნალისტი ამბობს, რომ პროკურატურა მის დაკითხვას ადვოკატის გარეშე აპირებდა, პროკურორი კი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

 

 

 

სხვა სტატიები