ახალი ამბები

05.05.2015

გაყიდული საფეხბურთო თამაშები და ბრალდება, რომელიც მოქმედ ფეხბურთელებს და საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს წარედგინებათ

გაყიდული საფეხბურთო თამაშები, რისთვისაც დაინტერესებული პირები 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე თანხას იხდიდნენ. ჩაწყობილი თამაშების მორიგი ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ვიდეომასალა გაავრცელა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ბრალი 8 პირს წარედგინება, საიდანაც ზოგიერთი მოქმედი ფეხბურთლი და კონკრეტული საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები არიან. მომხდარის გამო ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პირს, მსგავს გარიგებებში მონაწილეობა არ მიიღონ.

 

 

 

სხვა სტატიები