ახალი ამბები

05.05.2015

16 წლის გოგონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს

16 წლის გოგონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდს მაშველებმა შემთხვევით შემოვლის დროს მიაგნეს. მათი თქმით, ის ნაპირთან იწვა, თუმცა, რა გახდა მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მაშველებისთვის უცნობია. სამართალდამცავი უწყებები ვერსიებზე უკვე მუშაობენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.

 

 

 

სხვა სტატიები