ახალი ამბები

05.05.2015

ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ფედერაცია სამწუხაროს უწოდებს მომხდარს და აღნიშნავს, რომ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და ფეხბურთის ფედერაციის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. „მათ, მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს“, - აცხადებენ ფედერაციაში. ფედერაცია იმედს გამოვთქვამს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება.

 

სხვა სტატიები