ახალი ამბები

05.05.2015

თამაშების ჩაწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 8 პირი დააკავეს

თამაშების ჩაწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 8 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულები არიან: საფეხბურთო კლუბ "სტუ თბილისის" პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ "საჩხერის ჩიხურას" ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის - "იბც ბეტ"-ის წარმომადგენელი ,, საფეხბურთო კლუბ "ხარაგაულის ჩხერიმელას" მოქმედი ფეხბურთელები , საფეხბურთო კლუბ "ქუთაისის ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი  ასევე ორი პირი –, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ  ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.

 

 

სხვა სტატიები