ახალი ამბები

29.04.2015

„ბესიკ ხარძიანის მკვლელი იდენტიფიცირებულია და მისი ვინაობა ცნობილია

„ბესიკ ხარძიანის მკვლელი იდენტიფიცირებულია და მისი ვინაობა ცნობილია“. ის 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცია – ამის შესახებ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი საუბრობს. მალხაზ სალაყაიას ინფორმაციით, ეჭვმიტანილს საჰაერო გზით ქვეყანა არ დაუტოვებია. მისი სახმელეთო გზით გადაადგილების შესახებ კი ინფორმაცია გამოძიების მხრიდან დადასტურებული ამ დროისთვის არ არის. რაც შეეხება ხარძიანის ყოფილი მეუღლის მხრიდან ბიზნესმენის მეორე მეუღლის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, ადვოკატის განცხადებით, ეს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებაა, რომელსაც სარჩულად შესაძლოა, ერთგვარი „შურისძიება“ ედოს.

 

 

სხვა სტატიები