ახალი ამბები

29.04.2015

რას ითხოვდნენ ომბუდსმენის ოფისთან იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულები და ე.წ ატსტუპნიკები

სახალხო დამცველის ოფისთან დღეს იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულებისა და ე.წ ატსტუპნიკების აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა  გამოსახლების არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს  და  სახალხო დამცველთან შეხვედრა ითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ომბუდსმენმა მთავრობას დაზარალებულთა ხმა უნდა მიაწოდოს, რათა  შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პრობლემის სამართლებრივ მოგვარებამდე გამოსახლებები შეაჩეროს. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით, სახალხო დამცველის მოადგილე შეხვდა და მათი პრეტენზიები პირადად მოისმინა.

 

 

  

სხვა სტატიები