ახალი ამბები

28.04.2015

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო -როგორ მიმდინარეობდა რეგისტრაცია

დღეიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად, პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო. სოციალური მომსახურების სააგენტოებში დოკუმენტაციის წარსადგენად მოსახლეობის აქტიურობა დილიდან შეინიშნებოდა.  პირველ ეტაპზე მკურნალობას  C ჰეპატიტით დაავადებული 5000 პაციენტი გაივლის, რომელთაც სპეციალური კომისია შეარჩევს.  პროგრამაში ჩასართველად კი მსურველებმა ადგილობრივ და რაიონულ ცენტრებს უნდა მიმართონ და პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა N 100 და ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები წარადგინონ. როგორ მიმდინარეობდა რეგისტრაცია და რომელი კლინიკები მოემსახურებიან C ჰეპატიტით ინფიცირებულ პაციენტებს.

 

 

 

სხვა სტატიები