ახალი ამბები

28.04.2015

პრემიერ-მინისტრი დღეს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი დღეს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ეს ნინო გვენეტაძის დანიშვნის შემდეგ,   პირველი შეხვედრა იყო. როგორც გვენეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან  განაცხადა, საუბრის მთავარი თემა  სასამართლო რეფორმა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი იყო.  თავად პრემიერ-მინისტრმა  კი ხაზი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭირვალობაზე გაუსვა.  შეხვედრას უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეებიც ესწრებოდნენ.

 

 

 

სხვა სტატიები