ახალი ამბები

27.04.2015

შვეიცარიელი დიპლომატის განცხადება და ბიზნესმენის ბრალდებები

შვეიცარიის ელჩის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადება დღეს  კიდევ ერთელ გახდა აქტუალური. თუ ცოტა ხნის წინ, გიუნტერ ბეხლერი საქართველოში უცხოელი ბიზნესმენებისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ ისინი სასამართლოებში საქმეებს უცნა­უ­რი გარ­ემო­ებებისა და მტკიცებულებების გამო აგებენ, დღეს შვეიცარიელი დიპლომატი ერთ-ერთი უცხოელი ბიზნესმენის ლობირებასა და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულეს. ბიზნესმენი არჩილ ვეკუა აცხადებს, რომ ცნობილი სკანდალური განცახდებით,  შვეიცარიის ელჩმა მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის ლობირება სცადა, რომელთანაც ვეკუას ამჟამად სასამართლო დავა აქვს. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ბეხლერს, ინტერვიუში გამოთქმულ პრეტენზიებზე სასაუბროდ  ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც შეხვდა - რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაციას, რომელიც ელჩი ფლობს,  შსს შეისწავლის.

 

 

 

სხვა სტატიები