ახალი ამბები

27.04.2015

ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატებმა და პროკურორებმა ერთმანეთის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინა სასამართლო სხდომა დასრულდა. ადვოკატებმაც და პროკურორებმაც დღეს ერთმანეთის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ. შუამდგომლობასთან დაკავშირებით, მოსამართლე გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს. პროკურატურა ამბობს, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები კანონდარღვევით არის მოპოვებული,რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ ადვოკატები. სასამრთლოში იმყოფებოდნენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები. ისინი აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის საქმეზე სხდომა  ამჯერადაც დახურულ რეჟიმში მიმდიანარეობდა.

 

 

 

სხვა სტატიები