ახალი ამბები

25.03.2015

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მერვე საავადმყოფო გაიხსნა

დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მერვე საავადმყოფო გაიხსნა. გახსნის ცერემონიას პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ.  თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა 185 საწოლზეა გათვლილი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

სხვა სტატიები