ახალი ამბები

28.01.2015

ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციური კონტროლის კუთხით, სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციური კონტროლის კუთხით, სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით შემოწმება საკონსულტაციო ხასიათისაა და ის სპეციალური კითხვარის დახმარებით მიმდინარეობს. მონიტორინგი უკვე განხორციელდა 300-მდე კლინიკაში. იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც რაიმე სახის დარღვევა იქნა აღმოჩენილი, მის გამოსასწორებლად 2 თვის ვადა მიეცათ. მონიტორინგის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 თვეში დასრულდება.

 

 

სხვა სტატიები